აუსტრევიჩუსი: მოვუწოდებ ევროკომისიას, შეაჩეროს კანდიდატის სტატუსი და შეამციროს ეკონომიკური დახმარება
"მოვუწოდებ ევროკომისიას, შეაჩეროს კანდიდატის სტატუსი და შეამციროს ეკონომიკური დახმარება" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი წერს.
ევროპარლამენტარი თბილისში მიმდინარე მოვლენებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას ეხმაურება:
საქართველოს მმართველი პარტია - ქართული ოცნება ვერ დაემთხვა ქვეყნის კანდიდატის სტატუსს, რადგან მიღებული კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული პრინციპებიდან. მოვუწოდებ ევროკომისიას, შეაჩეროს კანდიდატის სტატუსი და შეამციროს ეკონომიკური დახმარება," - ამბობს პეტრას აუსტრევიჩუსი.