სენატორი რიში: შეშფოთებული ვარ კანონით, რომლის მიღებაც ივანიშვილმა და მისმა პარტიამ გადაწყვიტეს
"შეშფოთებული ვარ კანონით, რომლის მიღებაც ივანიშვილმა და მისმა პარტიამ გადაწყვიტეს," - ამის შესახებ სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს:
მე შეშფოთებული ვარ უცხოელი აგენტების შესახებ კანონით, რომლის მიღებაც ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ ევროინტეგრაციიდან შორს აყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა მიეცეთ საშუალება იმუშაონ მშვიდობიანად, ხელისუფლების ჩარევის გარეშე, რომელსაც არ მოსწონს მათი მუშაობა", - წერს სენატორი.