სპეცრაზმის რუსთაველის გამზირზე სამმაგი მოქმედების აირს იყენებს
სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე სამმაგი მოქმედების აირს იყენებს - სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადები ვერ აუდიან, იმ მოქალაქეებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას, რომლებმაც სპეცრაზმის მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შედეგად გონება დაკარგეს.
ფოტოები, რომელიც რუსთაველის გამზირიდან ვრცელდება ჩანს კონდორის ფირმის GL-300/TH ტიპის გაზის ყუმბარა, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეიარაღებაში აქვს.
ანოტაციის თანახმად, ეს არის სამმაგი მოქმედების ცრემლსადენი გაზის ყუმბარა, რომელსაც ძლიერი მოქმედება გააჩნია, მას გასროლის შემდეგ სამმაგი მოქმედების ეფექტი გააჩნია, რაც უზრუნველყოფს გამოფრქვეული არის ფართო გავრცელებას.