ბარიკადებზე ასული ახალგაზრდა საქართველოსა და ევროკავშირის დროშით (ვიდეო)

02.05.24 03:15
 ბარიკადებზე ასული ახალგაზრდა საქართველოსა და ევროკავშირის დროშით (ვიდეო)

 

 

საქართველოს პარლამენტის გვერდით შესასვლელთან დემონსტრანტების ნაწილმა ბარიკადები აღმართეს.

კადრებში ჩანს, რომ პარლამენტის გვერდითა შესასვლელი ჩახერგილია, თუმცა სპეცრაზმი წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობს დაშლას.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტის ეზოში მყოფმა პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წლის ჭავლი, "წიწაკის სპრეი" და სხვა სპეცსაშუალებები გამოიყენა.