დათა ჩაჩუა: წყლის ჭავლი დაგვასველებს და გავშრებით, შაქარი ხომ არ ვართ რომ დავდნეთ

02.05.24 03:44
დათა ჩაჩუა: წყლის ჭავლი დაგვასველებს და გავშრებით, შაქარი ხომ არ ვართ რომ დავდნეთ

"არ ეგონა არავის, რომ ამხელა ბარიკადებს ავაყუდებდით, 13 კაცი ვიდექით 5 ცალი ფიცარით და ახლა ნახეთ რა ხდება," - ამის შესახებ მსახიობი დათა ჩაჩუა აკეთებს.

ყვება, რომ წყლის ჭავლისგან დასაცავად ბარიკადები აღმართეს პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან. 

არ ეგონა არავის, არც სპეცრაზმელებს არ ეგონათ, არვ ბიძინა ივანიშვილს და არც მის მონებს და არც იმ 83 მოღალატეს, რომ ამხელა ბარიკადებს ავაყუდებდით, 13 კაცი ვიდექით 5 ცალი ფიცარით და ახლა ნახეთ რა ხდება. ეს წყლის ჭავლი დაგვასველებს და გავშრებით, შაქარი ხომ არ ვართ რომ დავდნეთ, ცრემლსადენზეც იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ და აღარ გვეშინია არაფრის,“  - ამბობს დათა ჩაჩუა.

საქართველოს პარლამენტის გვერდით შესასვლელთან დემონსტრანტების ნაწილმა ბარიკადები აღმართეს.