ყველაზე შემაშფოთებელი რუსული მთავრობა და ივანიშვილისგან დასავლეთის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა - პრეზიდენტი
ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთს ომი გამოუცხადა - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი ოლიგარქის კულისებიდან გამოსვლას და რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღებას. როცა თბილისის ქუჩებში ხელისუფლება მშვიდობიან დემონსტრანტებს რუსული მეთოდებით არბევდა, სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუებს მსოფლიოს წამყვან გამოცემეს აძლევდა. ფრანს 24-თან საუბარში ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ღიად და გადაჭრით ამბობს, რომ საქართველოს ახლა რუსული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ქვეყანას მოსკოვისკენ მიაქანებს.
პრეზიდენტის შეფასებით, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ანტიევროპული და ანტიდასავლური კურსის გაძლიერებით ცდილობს.
ახლა ყველაზე შემაშფოთებელი არის რუსული მთავრობა და ის განცხადება, რომელიც ორი დღის წინ ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ არის ჩვენი პარტნიორების შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ომის გამოცხადება. მათ ყველას ომის პარტიას უწოდებს , უწოდებს აგენტებს, მათ შორის მეც . ქუჩაში გამოსულ ხალხზე კი , რომლებიც ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდენ, ამბობენ, რომ უნდათ რევოლუცია. ზუსტად იმ ტერმინებს იყენებენ, რასაც პრეზიდენტი პუტინი იყენებდა საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
ეს კანონი უფრო მეტია ვიდრე საკამათო კანონი, ეს არის დუბლიკატი რუსული აქტისა, რომელსაც ბოლო წლებია პრეზიდენტი პუტინი იყენებს არასამთვრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზეწოლის მოსახდენად. კანონის მეორედ წარდგენა , რომელიც რუსული კანონის ზუსტი კოპირებაა და ამიტომ ეძახიან აქ რუსულ კანონს, არის პირდაპირი პროვოკაცია სამოქალაქო საზოგადოების . ამ კანონის შემობრუნებით, ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლება ცდილობს არჩევნებამდე , რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ჩაახშოს კრიტიკული ხმა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ფრანს 24-თან.