"პუტინის ვირთხები" - წარწერები პარლამენტის შენობაზე (ფოტოები)

02.05.24 10:54
"პუტინის ვირთხები" - წარწერები პარლამენტის შენობაზე (ფოტოები)

"კრემლის ფილიალი", "დუმა", "პუტინის ვირთხები" - ასეთი წარწერებით არის აჭრელებული საქართველოს პარლამენტი, რომლის გადაღებვასაც დილიდან ცდილობენ.

"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს მოქალაქეები ორ კვირაზე მეტია, რაც პერმანენტულ რეჟიმში აპროტესტებენ.

ბოლო ორი დღეა ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე საღამოს 7-საათიდან გამთენიის 6-საათამდე დგანან.

30 აპრილს, პირველ და ორ მაისს სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.