პროტესტის მუხტი არ უნდა განელდეს, ამაზე აქვს გათვლა ივანიშვილს - სამადაშვილი

02.05.24 11:19
პროტესტის მუხტი არ უნდა განელდეს, ამაზე აქვს გათვლა ივანიშვილს - სამადაშვილი

მომოტინგეების გუშინდელ გაბრაზებას "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი "სამართლიანს" უწოდებს. ოპოზიციის წევრის თქმით, უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსს რუსეთისკენ ცვლის.

სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პროტესტის მუხტი არ უნდა განელდეს, რადგან სწორედ ამაზე აქვს გათლა ბიძინა ივანიშვილს.  

გუშინ მოქალაქეების ძალიან სამართლიანი აღშფოთება, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ ივანიშვილი ცვილს ჩვენი ქვეყნის საგარეო არჩევანს ევროპიდან რუსეთისკენ და უნდა, რომ გადააქციოს საქართველო პუტინისტური ევრაზიის წევრ სახელმწიფოდ, იყო სრულიად გასაგები და გამართლებული. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად რუსული ხელისუფლების ზეწოლისა, მოხდეს ამ პროტესტის ტალღის გამყარება, გაძლიერება, ტრასნფორმაცია შესაბამისი ფორმების, რომ ეს გახდეს უფრო ეფექტიანი და შედეგიანი. პირადი მოსაზრებაა, რომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს რაღაც გრძელვადიან სტრატეგიაზე ფიქრი, იმიტომ, რომ პროტესტის მუხტი არ უნდა განელდეს, ამაზე აქვს გათვლა ბიძინა ივანიშვილს, რომ გააუქმოს ჩვენი სახელმწიფო, - ამბობს სამადაშვილი.

უწყვეტი პროტესტის მე-12 ღამეს საქართელოს პარლამენტთან ისევ ანტირუსული შეძახილები ისმოდა. რუსული კანონის წინააღმდეგ გუშინაც 85 ათასზე მეტი მომიტინგე გავიდა. ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ამჯერადაც წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვიები გამოიყენა და პროტესტის მონაწილეები სასტიკად დაარბია.