რის ფასად უღირთ რუსული კანონის მიღება? - კობახიძის მინისტრთა კაბინეტი კითხვას გაურბის
რის ფასად უღირთ რუსული კანონის მიღება და რატომ რისკავენ ქვეყნისთვის ისტორიული შანსის დაკარგვით? - "პირველების" დასმულ შეკითხვას ხელისუფლების წარმომადგენლები არ პასუხობენ. დილიდან "ოცნების" ლიდერები აზიის განვითარების ბანკის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩთან და ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან ერთად ესწრებიან. კითხვას, "უქმნით თუ არა გუშინდელი დარბევის შემდეგ ეს ფაქტი უხერხულობას", კობახიძის გუნდის მინისტრები გაურბიან.
უწყვეტი პროტესტის მე-12 ღამეს საქართელოს პარლამენტთან ისევ ანტირუსული შეძახილები ისმოდა. რუსული კანონის წინააღმდეგ გუშინაც 85 ათასზე მეტი მომიტინგე გავიდა. ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ამჯერადაც წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვიები გამოიყენა და პროტესტის მონაწილეები სასტიკად დაარბია.