პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომა აღარ გაიმართება

02.05.24 11:55
პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომა აღარ გაიმართება

პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომა აღარ გაიმართება. განვცხადებას ამის შესახებ პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ამ დროისთვის ადგილზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. 2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

 შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

​უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები