პარლამენტში დღეს ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო

02.05.24 11:58
პარლამენტში დღეს ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო

პარლამენტის დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო. 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, “საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც დღეს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები - ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება.

დარჩიაშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იყო მიწვეული.

 

მსგავსი სიახლეები