დღის წესრიგის თქვენთან შეთანხმებას არ ვაპირებთ - ღუდუშაური მინისტრის საათის გაუქმებაზე
რატომ გაუქმდა საგარეო საქმეთა მინისტრის საათი პარლამენტში? - "ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ დღის წესრიგს მედიასთან ვერ შეათანხმებენ.
ალუდა ღუდუშაურს ქუჩაში საზოგადოების შეძახილების ფონზე მოუწია მედიისთვის კომენტარის მიცემა, რა დროსაც მოქალაქეები მას "მონას" ეძახდნენ. აღნიშნულმა ღუდუშაური ისე გააბრაზა, რომ მოქალაქეების მიამრთ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა.
ბუნებრივია, თქვენ ყველამ კარგად დაინახეთ. ამაზე მეტი და ღია მცდელობა, რომ ხალხს დაენახა, რეალურად რა ხდებოდა, წარმოუდგენელია. თქვენთან დღის წესრიგის შეთანხმებას არ ვაპირებთ. ბუნებაში ისიც ყოფილა, რომ ადამიანებს ქვის სროლის გარეშე გადაუწყვეტიათ საკითხები. თქვენ თუ ახლა ამ რკინის კონსტრუქციების სროლას, პარლამენტში შუშების დაზიანებას, რომელსაც ცეცხლმოკიდებულ ბოთლებს ესროდნენ და სხვადასხვა საგნებს, რა გგონიათ, რომ დღის წესრიგი უნდა გადავალაგოთ? როგორც კანონი და რეგლამენტი მოითხოვს ზედმიწევნით დავიცავთ ყველაფერს", - ამბობს ღუდუშაური.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში დღეს აღარ გაიმართება. საქართველოს პარლამენტი ამ დრომდე დაკეტილია. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლაც კი აკრძალულია. შალვა პაპუაშვილის პოლიტიკური შუქნიშანი წითლიდან ყვითელ დონეზე ორ საათზე გადაერთვება, თუმცა დიდი ალბათობით დეპუტატების დღის წესრიგი შეიცვლებაა და სხდომები არ გაიმართება. რუსული კანონის მეორედ მოსმენის მიღების შემდეგ დეპუტატები სამსახურში ვერ მიდიან. დღეს საღამოს შვიდ საათზე კი ისევ აქციაა დაანონსებული.