სახდეპი ღიად ამბობს, რომ კანონი ქვეყანას ევროპისკენ ჩაუხერგავს, ამიტომ ხელისუფლებამ მოწოდებები უნდა გაითვალისწინოს - ბოკუჩავა
"მერამდენე განცხადებაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომელიც ღიად ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება ჩაუხერგავს ჩვენს ქვეყანას გზას ევროპისკენ და ნატოსკენ" - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგი ნაბიჯი მის წინააღმდეგ პერსონალური საქნციები იქნება.
მერამდენე განცხადებაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომელიც ღიად ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება ჩაუხერგავს ჩვენს ქვეყანას გზას ევროპისკენ და ნატოსკენ. სწორედ მიტომ ვხედავთ ასეთ თავდადებას, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან ყოველდღიურად მათ გამოსვლას რუსთაველი გამზირზე იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი. თუ შევხედავთ იმ წერილს, რომელიც გამოაქვეყნეს ძალიან გავლენიანმა ამერიკელმა კანონმდებლებმა, მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ შემდეგი ნაბიჯი აშშ-ს მხრიდან იქნება პერსონალური სანქციები ყველა „ოცნების“ წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც საკუთარი ქმედებებით გზას უხერგავს ევროპისკენ.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.