"თავხედო, ნაძირალა! უტიფარი უთხარი დედაშენს!" - კალაძე ჟურნალისტის კითხვამ წყობიდან გამოიყვანა (ვიდეო)

02.05.24 13:38
"თავხედო, ნაძირალა! უტიფარი უთხარი დედაშენს!" - კალაძე ჟურნალისტის კითხვამ წყობიდან გამოიყვანა (ვიდეო)

 

 

დედაქალაქის მერი რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ წყობიდან გამოიყვანა.

"ფორმულას" ჟურნალისტმა თბილისის მერს ჰკითხა: "არ გერიდებათ ასე უტიფრად რომ იტყუება შინაგან საქმეთა სამინისტრო?", რაზეც კალაძემ ჟურნალისტი უშვერი სიტყვებით გალანძღა.

ცოტა ზრდილობა იქონიე, ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხე სახლში და ოჯახში, თავხედო, ნაძირალა. უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს სახლში, შენი გაზრდისთვის. უზრდელო, შე თავხედო შენ", - უთხრა კალაძემ ჟურნალისტს.