საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას - ნაუსედა

02.05.24 13:47
საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას - ნაუსედა

საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ნაუსედა გმობს საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობრივ თავდასხმებს.

"მკაცრად ვგმობ ძალადობრივ თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პროევროპელ მომიტინგეებზე. საქართველოს მთავრობა უკან ხევს ქვეყანას და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას. საქართველო ევროპას ეკუთვნის. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი და არავის აქვს უფლება წაართვას იგი."- წერს ტვიტერზე ლიეტუვას პრეზიდენტი,