რაც გუშინ დააწიეს პარლამენტს, იმის მერე წითელი დონის გაკრიტიკება უტიფრობაა - ვოლსკი

02.05.24 14:00
რაც გუშინ დააწიეს პარლამენტს, იმის მერე წითელი დონის გაკრიტიკება უტიფრობაა - ვოლსკი

რაც გუშინ დააწიეს პარლამენტს, იმის მერე წითელი დონის გაკრიტიკება უტიფრობაა - "ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია აქციის მონაწილეებს რადიკალიზაციისაკენ მოუწოდებდა.

ეს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს დღეს, გუშინ მოუწოდებდა რადიკალიზაციისაკენ და სპეციალური ჯგუფებიც ჰყავს შექმნილი, რათა რადიკალიზაციას დაუდონ სათავე და მერე მოხდეს დაპირისპირება. ეს ხომ ყველამ იხილა. დღეს ამ წითელი დონის გაკრიტიკება იმის გამო, რაც გუშინ დააწიეს პარლამენტს, მითუმეტეს, რომ დიდი ხუთშაბათია დღეს, არის სპეკულაცია, ან თვალთმაქცობა, სიყალბე, უტიფრობა", - ამბობს ვოლსკი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში დღეს აღარ გაიმართება. შალვა პაპუაშვილის პოლიტიკური შუქნიშანი წითლიდან ყვითელ დონეზე ორ საათზე გადაერთო, თუმცა დიდი ალბათობით დეპუტატების დღის წესრიგი შეიცვლებაა და სხდომები არ გაიმართება. დღეს საღამოს შვიდ საათზე კი ისევ აქციაა დაანონსებული.