სხდომები განახლდება, როდესაც დღესასწაულები ჩაივლის და მერე ვნახავთ, ვის ვისი ეშინია - თალაკვაძე

02.05.24 15:16
სხდომები განახლდება, როდესაც დღესასწაულები ჩაივლის და მერე ვნახავთ, ვის ვისი ეშინია - თალაკვაძე

"ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ პარლამენტში უსაფრთხოების მაღალი დონე საკანონმდებლო ორგანოზე ძალადობრივმა შეტევამ გამოიწვია.

თალაკვაძის თქმით, სხდომები დღესასწაულების ჩავლსი შემდეგ განახლდება. "მერე ვნახავთ, ვის ვისი ეშინია"- ეუბნება თალაკვაძე ოპოზიციას.

უსაფრთხოების მაღალი დონის გამოცხადება გამოიწვია პარლამენტზე ძალადობრივმა შეტევამ და ეს არის ერთ-ერთი აშკარა მტკიცებულება, არგუმენტი იმისა, რომ გუშინ ნამდვილად იყო მცდელობა, რომ აქციები ძალადობრივ სცენარში გადაზრდილიყო. რაც შეეხება პოლიტიკურ უმცირესობას და რადიკალურ ოპოზიციას, კარგია, რომ ხუმრობის ხასიათზე არიან. ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია. სხდომები განახლდება, როდესაც დღესასწაულები ჩაივლის და მერე ვნახავთ, ვის ვისი ეშინია"- ამბობს თალაკვაძე.

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები საგაზაფხულო არდადეგებისთვის ემზადებიან. სადავო კანონი მეორე მოსმენით უკვე მიიღეს, ახლა კი მომდევნო ათი დღის განმავლობაში სააღდგომოდ დასვენებას გეგმავენ. წესით დღეს უნდა ემუშავათ, თუმცა პროტესტით შეწუხებულმა ხელუსუფლებამ გადაწყვიტა პარლამენტი დაეკეტათ. შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, დილიდან პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე აამოქმედებს, შემდეგ წითელი ყვითლით შევცალეს, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა.