ვგმობთ თბილისში გამართული დემონსტრაციის დროს ძალის გამოყენებას - ანტონიო ტაიანი

02.05.24 15:13
ვგმობთ თბილისში გამართული დემონსტრაციის დროს ძალის გამოყენებას - ანტონიო ტაიანი

ვგმობთ თბილისში გამართული დემონსტრაციის დროს ძალის გამოყენებას - ამის შესახებ  X-ზე იტალიის ვიცე პრემიერი, ანტონიო ტაიანი წერს.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ვგმობთ დედაქალაქში გამართული დემონსტრაციის დროს ძალის გამოყენებას. იტალიის ხელისუფლება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა", - წერს ტაიანი X-ზე.