დედას ვფიცავარ, ჩემი თავისთვის რეზინის ტყვია მე არ მისვრია - კობერიძე

02.05.24 16:02
დედას ვფიცავარ, ჩემი თავისთვის რეზინის ტყვია მე არ მისვრია - კობერიძე

დედას ვფიცავარ, ჩემი თავისთვის რეზინის ტყვია მე არ მისვრია - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმმა ტყვია ხელიდან ამოუღო, თუმცა გადაღების საშუალება აღარ მისცეს.

დედას ვფიცავარ, ჩემი თავისთვის რეზინის ტყვია მე არ მისვრია. ხელიდან ერთი ტყვია ამომიღეს, უბრალოდ ეს სასწრაფოს ექიმმა არ მომცა და არც ფოტო გადამაღებინა. მერე მივხვდი, რომ მაინც მალავდნენ და იქ ჩხუბი არ დავიწყე. ადამიანი რომ გეხმარება და გეშველება, იმასთან კონფლიქტი მეუხერხულა. ცხადია, დაზიანებები მაქვს. ძირს ეყარა რეზინის ტყვიები და რა ვამტკიცო", - ამბობს კობერიძე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ დრომდე დუმს - კაციტაძის უწყებაში არ ამბობენ, დაიწყებენ თუ არა გამოძიებას სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე. ფაქტებით არის დადგენილი, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასარბევად  სპეცრაზმელებმა წუხელ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.  დაშავებულია ათობით მომიტინგე. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ იმით გადარჩა, რომ თავზე ჩაფხუტები ეფარათ. ზოგს რეზინისს ტყვიამ გულთან ახლოს ჩაუარა. 25 წლის ბიჭმა ლამის თვალიც კი დაკარგა.