ივანიშვილი არის რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში - სამადაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის სკანდალური ინტერვიუები - "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე შორის მიდის და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის არა ანტიდასავლელი, არამედ რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში.
მე ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ღია პრორუსი და ანტიდასავლური პოლიტიკოსი, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ის პრორუსია, მან თქვა, რომ ის ანტიდასავლელია და ომი აქვს გამოცხადებული დასავლეთისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ პუტინის ბანაკშია ჩაწერილი ბიძინა ივანიშვილი. მე უფრო შორს წავიდოდი. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლელი არ არის. მე მიმაჩნია, რომ ის არის რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში და რუსეთის სახელით მართავს ჩვენს ქვეყანას. თუ დასრულდება ყველანაირი გეოპოლიტიკური გაუგებრობა და ბუნდოვანება დასავლეთში, თუ ვისთან აქვთ საქმე საქართველოში, ეს კარგი იქნება", - ამბობს სამადაშვილი.
ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთს ომი გამოუცხადა - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი ოლიგარქის კულისებიდან გამოსვლას და რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღებას. როცა თბილისის ქუჩებში ხელისუფლება მშვიდობიან დემონსტრანტებს რუსული მეთოდებით არბევდა, სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუებს მსოფლიოს წამყვან გამოცემეს აძლევდა.