კარიტასი: ვართ სრულად დამოკიდებული დონორი ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერაზე და ვართ თავისუფალი ყოველგვარი უცხოური გავლენისგან
"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი არის სრულად დამოკიდებული დონორი ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერაზე, ზრუნავს რა ქართველი ხალხის ინტერესებზე და თავისუფალია ყოველგვარი უცხოური გავლენისგან," - ამ ინფორმაციას ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ავრცელებს.
კარიტასი არის საერთაშორისო ჰუმანიტარული და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ინსტიტუციურ განვითარებაში ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.
"რომ არა ევროპისა და აშშ-ს დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა," - წერს კარიტასი.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი არის საერთაშორისო ჰუმანიტარული და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ინსტიტუციურ განვითარებაში ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.
წლების განმავლობაში ჩვენ მიერ განხორციელებულმა პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებაში, ხელი შეუწყო შშმ პირების წვდომას ხარისხიან სერვისებზე, დააფინანსა უამრავი მცირე მეწარმის ბიზნესი მაღალმთიან რეგიონებში, განახორციელა მრავალი პროექტი გარემოს დაცვისათვის და სხვ. რომ არა ევროპისა და აშშ-ს დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. აღნიშნული დონორი ორგანიზაციები უკვე მრავალი წელია აძლიერებენ საქართველოს, ხელს უწყობენ მის ინსტიტუციურ განვითარებას და ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნათელი მომავლის შექმნაზე.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი არის სრულად დამოკიდებული დონორი ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერაზე, ზრუნავს რა ქართველი ხალხის ინტერესებზე და თავისუფალია ყოველგვარი უცხოური გავლენისგან. ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს კონსტიტუციით განსაზვრულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის გვერდით დგას ევროკავშირისაკენ მიმავალ ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე," - წერია განცხადებაში.