პოლონეთის საგარეო: ხელისუფლებას მოვუწოდებთ საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან დიალოგისკენ და რეფორმების გატარებისკენ
რუსულ კანონს და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
საგარეო უწყება მმართველ პარტიას საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან დიალოგისკენ და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.
შეშფოთებით ვაკვირდებით თბილისში არსებულ მდგომარეობას. საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია. ხელისუფლებას მოვუწოდებთ საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან დიალოგისკენ და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ," - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.