არა რუსულ კანონს - გმირთა მოედანი მომიტინგეებმა გადაკეტეს

02.05.24 18:40
არა რუსულ კანონს - გმირთა მოედანი მომიტინგეებმა გადაკეტეს

არა რუსულ კანონს - გმირთა მოედანი მომიტინგეებმა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან და მარშით რუსთაველისკენ გადაინაცვლებენ.

მომიტინგეები სავალ ნაწილზე ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ, რაც მათი თქმით, პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მომიტინგეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავებებს აანონსებენ. სამართალდამცავების არგუმენტია, რომ გზის სავალი ნაწილის გადასაკეტად საკმარისი რაოდენობა არ არის მოსახლეობის.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პროტესტი უწყვეტ რეჟიმში იქნება და სხვადასხვა საშუალებას გამოიყენებენ რუსული კანონის გასაპროტესტებლად.

თავისუფლება გვინდა, რუსეტი არ გვინდა, საითაც მიგვაქანებს ხელისუფლება," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.