"ვირჩევთ ევროპას! გავიმარჯვებთ" - ახალგაზრდა ქალი ჩვილ ბავშვთან ერთად აქციას შეუერთდა

02.05.24 20:37
"ვირჩევთ ევროპას! გავიმარჯვებთ" - ახალგაზრდა ქალი ჩვილ ბავშვთან ერთად აქციას შეუერთდა

ჩვენ ვირჩევთ ევროპას! - ახალგაზრდა ქალი ჩვილ ბავშვთან ერთად გმირთა მოედანზე აქციას შეუერთდა. ის ავტომობილით გადაადგილდებოდა ქუჩაზე, რა დროსაც გადაწყვიტა, რომ შვილთან ერთად შეერთებოდა საპროტესტო მსვლელობას.

ჩვენ ვირჩევთ ევროპას, მეი ირჩევს ევროპას და ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ დამოუკიდებელ საქართველოში, გავიმარჯვებთ. იმიტომ, რომ ეს არის უზარმაზარი ძალა, რასაც ვხედავთ ენით აღუწერელი რამ ხდება საქართველოში, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

აქციას შეუერთდა ერთ-ერთი მძღოლი, რომელმაც საკუთარი ავტომობილით გადაკეტა საავტომობილო გზა და ასე დააფიქსირა პროტესტი.