არა რუსულ კანონს - ლაგუნა ვერესთან საავტომობილო გზა გადაკეტილია
არა რუსულ კანონს - დემონსტრანტებმა მარცხენა სანაპირო გადაკეტეს - ლაგუნა ვერესთან გზა გადაკეტილია. სანაპიროზე ახალგაზრდებმა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაიკავეს.
საპროტესტო მსვლელობა დაიწყო - დემონსტრანტები ორივე სანაპიროს პიკეტირებას გეგმავენ. გმირთა მოედნიდან მსვლელობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
მიტინგის მონაწილეებს უერთდებიან ავტომობილის მძღოლებიც, ტოვებენ მანქანებს და მსვლელობაში იღებენ მონაწილეობას.