შეუძლებელია, ივანიშვილმა გადაგვიაროს - ნიკა მელია
"ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლა პატივია"- ამის შესახებ პარტია "ახალის" თანადამფუძნებელმა ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მელია გმორთა მოედანზე იმყოფება, სადაც ახალგაზრდების სპონტანური მსვლელობა იმართება.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება. შეუძლებელია, ივანიშვილმა გადაგვიაროს. არც იზოლატორებით, არც დაკავებებით, არც გაზით არც ცემა ტყეპით უკან არავინ არ დაიხევს. რადგან უკან არის რუსეთი, წინ კი ევროპული მომავალი".