"არა რუსულ კანონს" - პროტესტი ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზში და მაყურებლების ოვაციები (ვიდეო)
""არა რუსულ კანონს" ტაშის გრიალი მოყვა!" - პროტესტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი იმართებოდა.
არა რუსულ კანონს - ისმოდა შეძახილები დარბაზში. ევროკავშირის დროშა მწერალმა ლაშა ბუღაძემ გადმოკიდა.
ისმოდა შეძახილები - "საქართველო".
კონცერტს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ბრავო! მთელი დარბაზი აყვა!
ასე დასრულდა ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი ოპერაში.ბეთჰოვენის 5 სიმფონიას ჯერ ორკესტრისთვის და შემდეგ "არა რუსულ კანონს" ტაშის გრიალი მოყვა!
დარბაზში 🇪🇺რამდენიმე დროშ იყო.
მაგრამ, ყველაზე ხმამაღლა ლაშა ბუღაძის ხმა ისმოდა.
ისმოდა და დარბაზიც უნისონში ზრიალებდა!
არა რუსულ კანონს! " - წერს ნათია ჭკუასელი და ვიდეოს ავრცელებს.