გმირთა მოედანზე აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა თავიანთი მოთხოვნები გამოაცხადეს
გმირთა მოედანზე აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა თავიანთი მოთხოვნები გამოაცხადეს. მათი პირველი მოთხოვნა, დაკავებულების გათავისუფლებაა.
ახალგაზრდები ითხოვენ აქციის მონაწილეებზე, მათ შორის, ბავშვებსა და ქალებზე მოძალადეების დასჯას.
პირველი მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმარი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ის, რომ გამოვაცხადოთ ტოტალური, სრული დაუმორჩილებლობა, სანამ კანონს არ გაიწვევენ. მესამე მოთხოვნა არის ის, რომ ყველა, ვინც კი იძალადა ქალებზე, ბავშვებზე და პროტესტის დანარჩენ წევრებზე, გამოვიძიოთ და დავსაჯოთ მაქსიმალურად", - განაცხადა აქციის მონაწილემ.