აქციაზე Bedford Falls-ის წევრი, მიხო კალატოზიშვილი დააკავეს
ჯგუფი Bedford Falls-ის თქმით, გმირთა მოედანზე მათი გიტარისტი მიხო კალანდარიშვილი დააკავეს.
გმირთა მოდენაზე ასევე დააკავეს მუსიკალურ ჯგუფ "ქვემეხის" წევრი, სანდრო ქერაული. ის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა დააკავა.
დღეს, 2 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა თბილისში გმირთა მოედანი გადაკეტეს. თავდაპირველად ადგილზე აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი იმყოფებოდა, პოლიციამ მათი დაშლა და გზის გათავისუფლება ძალის გამოყენებით სცადა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
უცნობია, რამდენი მოქალაქეა დაკავებული გმირთა მოედანზე.