კიდევ ერთხელ განვუმარტეთ საქართველოს პრემიერმინისტრს ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ - ბლინკენის მრჩეველი
დღეს განვუმარტეთ საქართველოს პრემიერს ჩვენი შეშფოთება საქართველოს ტრაექტორიით - ამის შესახებ სახ. მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე X-ზეწერს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ამბობს, რომ საქართველოს ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.
მისი თქმით, მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს.
დღეს კიდევ ერთხელ განვუმარტეთ საქართველოს პრემიერმინისტრს ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ - მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე, რაც ქართველთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს.