არა რუსულ კანონს - ცოცხალი ჯაჭვი გმირთა მოედანზე
არა რუსულ კანონს - დემონსტარნტებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს გმირთა მოედანზე. ისინი საპროტესტო მსვლელობით რუსული კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებენ.
აქცია 6 საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს და სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება საპროტესტო მსვლელობები - რუსთაველზე, გმიართა მოედანზე, თბილისის მერიასთან, ორივე სანაპიროზე - ამ ლოკაციებზე დემონსტრანტებმა საავტომობილო გზა სრულად დაიკავეს. მათ ავტომობილებიდან მოსახლეობა სოლოდარობას უცხადებს და მათი ნაწილი საპროტესტო მსვლელობას უერთდება - აჩერებენ მანქანებს და იწყებენ მათთან ერთად რუსული კანონის გაპროტესტებას.