დანიის საგარეო: ხელისუფლების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება არღვევს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ

03.05.24 01:01
დანიის საგარეო: ხელისუფლების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება არღვევს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ

"ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება არღვევს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ", - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს. 

დანია მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს ევროკავშირში. "გამჭვირვალობის კანონი" არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება არღვევს საქართველოს გზას ევროკავშირის წევრობისკენ. მოვუწოდენთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების უფლება", - წერს სამინისტრო.