გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი და დიალოგში ჩაერთოს

03.05.24 01:14
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი და დიალოგში ჩაერთოს

"მაშფოთებს ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები" - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი საქართველოში პოლიციის მიერ რუსული კანონს წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების ცნობებს ეხმაურება.

მაშფოთებს ამ კვირაში საქართველოს დედაქალაქ თბილისში სამართალდამცავი ორგანოების წევრების მიერ დემონსტრატორებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები", - წერს ვოლკერი.

ვოლკერი ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას პატივი სცეს.

განცხადების ბოლოს ვოლკერ თურქი მთავრობას რუსული კანონის უკან წაღებისკენაც მოუწოდებს.

მე საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კანონპროექტი უკან გაიწვიოს, და დიალოგში ჩაერთოს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებთან. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების, რომლებსაც უცხოეთიდან ფინანსები შემოსდით, "უცხოურო ძალის ინტერესებით მოქმედ ორგანიზაციებად" მონათვლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას". - წერს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი.