რატომ განაცხადეს უარი აშშ-ს მიწვევაზე? - "ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია
აშშ-მ საქართველოს მთავრობა ამერიკაში კონკრეტული დათქმებით მიიწვია - "ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია. არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს მაღალჩინოსნებთან სასაუბროდ ყოველთვის მზად არის, თუმცა სტრატეგიულმა პარტნიორმა ვიზიტის სანაცვლოდ რუსული კანონის უკან გაწვევა მოითხოვა.
"ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება ხელისუფლებისთვის პრინციპული საკითხია და ირწმუნება, რომ აღნიშნული ორი ქვეყნის მაღალჩინოსნების შეხვედრისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი არ უნდა იყოს.
ეს არ იყო, უბალოდ, მიწვევა და შეთავაზება დიალოგზე, რომელზეც ჩვენ არასდროს უარს არ ვამბობთ და პირიქით, საქართველო ყოველთვის მზად არის, თავის სტრატეგიულ პარტნიორთან დილოგისთვის პოლიტიკოსები პოლიტიკოსებთან და საზოგადოება საზოგადოებასთან, უბრალოდ, აქ იყო კონკრეტული წინაპირობები. მთავრობას ჰქონდა მიწვევა, პარლამენტი განიხილავდა კანონს, ეს არის ძალიან პრინციპული თემა და ვფიქრობ, ეს არანაირად ხელს არ უშლის , არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ორი ქვეყნის მაღალი დონის პოლიტიკოსები ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, საკითხებზე, რომელიც არის რეგიონში და რომელიც არის ორი ქვეყნის დღის წესრიგში, - ამბობს თალაკვაძე.
საქართველოს მთავრობამ აშშ-ს მიწვევაზე უარი განაცხადა. მმართველი პარტიის ლიდერები უარს ამბობობენ, ამერიკელი პოლიტიკოსების გვერდით დასხდნენ და რუსული კანონის შესახებ ისაუბრონ.
საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვიეს, თუმცა ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი თქვა.
აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, საქართელოს საგარეო უწყება თავის მართლების რეჟიმშია. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ში პრემიერი მართლაც მიიწვიეს, თუმცა იმ დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა რუსული კანონის განხილვა, რაც უწყების შეფასებით, "პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება".