აშშ-ს მხრიდან დათქმებით მიწვევა არასწორია - სუბარი

03.05.24 11:27
აშშ-ს მხრიდან დათქმებით მიწვევა არასწორია - სუბარი

აშშ-ს მხრიდან დათქმებით მიწვევა არასწორია, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი სოზარ სუბარი საუბრობს. "ოცნების" დანაყოფის წევრი სტრატეგიული პარტნიორისგან უვიზო მიმოსვლის დაწესებას და საგარეო პოლიტიკაში მხარდაჭერას ითხოვს. მისი თქმით, მხოლოდ ამის შემეგ იქნება შესაძლებელი, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნები აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებზე ჩავიდნენ. 

სტრატეიული მოკავშირისგან ველოდებით მეგობრობას, ველოდებით მხარდაჭერას და ველოდებით თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას. როდესაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების პირველი პირი არ ყოფილა აშშ-ში და არ ჰქონია მაღალი დონის ვიზიტები და ახლა ხდება დათქმებით მიწვევა, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ჩვენ ველოდებით ყოველგვარი დათქმების გარეშე დამტკიცებას იმ ხელშეკრულების, რასაც ეწოდება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება და ეს გულისხმობს ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის, მხარდაჭერას საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის, უვიზო მიმოსვლას, - ამბობს სუბარი. 

საქართველოს მთავრობამ აშშ-ს მიწვევაზე უარი განაცხადა. მმართველი პარტიის ლიდერები უარს ამბობობენ, ამერიკელი პოლიტიკოსების გვერდით დასხდნენ და რუსული კანონის შესახებ ისაუბრონ.

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვიეს, თუმცა ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი თქვა.

აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, საქართელოს საგარეო უწყება თავის მართლების რეჟიმშია. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ში პრემიერი მართლაც მიიწვიეს, თუმცა იმ დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა რუსული კანონის განხილვა, რაც უწყების შეფასებით, "პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება".