"მადლობა! თქვენ ისტორიის სწორ მხარეს დგახართ!" - NED-ი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს

03.05.24 11:44
"მადლობა! თქვენ ისტორიის სწორ მხარეს დგახართ!" - NED-ი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს

ამერიკული დონორი ორგანიზაცია NED-ი საქართველოში გავითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმიანება და მადლობას უხდის ქართველ ხალხს, რომლებიც ევროპული მომავლისთვის თავდაუზოგავად იბრძვიან. 

ორგანიზაცია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოკავშირეებთან მეგობრულ ურთიერთობას ანადგურებს. მათი თქმით, ამას ცხადყოფს რუსულიდან ინსპირირებული კანონი და ასევე ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომელმაც ქართველი ხალხის დემონიზება და დეჰუმანიზაცია დააანონსა.

ამასთან, NED-ი საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ აღნიშნული დააჩქარებს საქართელოს ადგილს ევროპაში. მისი თქმით, ახლა არის მომენტი, როდესაც საქართველომ თავისუფალი სამყაროსკენ სწარფვა მკაფიოდ უნდა აირჩიოს. 

ამ კვირის განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალიან მძიმე თავდასხმების შემდეგ, მინდოდა პირდაპირ მეთქვა, მადლობა, ჩვენ მხარს გიჭერთ, ჩვენ გაფასებთ. ძალიან ბევრი ქართველი აპროტეტებს პარლამენტის განზრახვას, დაამტკიცოს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი, რომელიც რუსეთიდან არის ინსპირირებული. ეს ხდებოდა იმ, დროს, როცა საქართველოს პარლამენტის წევრები ეწვივნენ ვაშინგტონს. დელეგაცია ნედის წარმომადგენლობაში გვესაუბრობდა მათ განზრახვაზე გააღრმავონ საქართეველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენთვის რთული იყო ამის დაჯერება, რადგან იქამდე ერთი წუთით ადრე მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის ხალხისადმი მიმართვა. მან დემონიზება და და დეჰუმანიზაცია მოახდინა ქართველი პარტრიოტი ხალხის, რომლებიც მუშაობენ და მხარს უჭერენ საზოგადოებას. დაანონსა ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და თავს დაესხა საქართველოს უახლოეს მეგობრებს და მოკავშირეებს. ამავდროულად, მთავრობა ანადგურებს მეგობრულ კავშირებს მოკავშირეებთან, ეს აჩვენებს მათ აშკარა სურვილს, წავიდეს ხალხის წინააღმდეგ. ძალიან სამწუხარო დრო დგას საქართველოში პირველი ქართველებისთვის, რომელებსაც სჯერათ დემოკრატიული საქართველოსი და მიიჩქარიან ევროპისკენ. ასევე მძიმე დროა საქართველოს მეგობრებისთვისაც, რომლებმაც ჩადეს ძალიან დიდი ინვესტიცია წლების განმავლობაში.

მიუხედავად ამ კავშირისა, რომელიც თქვენს მიმართ გვაქვს, ვიცით, რომ წარსულში იმედი გაგიცრუეთ. 2008 წელი არის შავი ლაქა ბევრი ჩვენგანისთვის, მათ შორის, ჩემთვისაც. მაგრამ წარსულის შეცდომები აძლიერებს საქართევლოს მომავლისადმი ჩვენს ერთგულებას. და როგორც ქართულ დელეგაციას ვუთხარით, ჩვენს არსად მივდივართ, ჩვენ ვართ თქვენთან ერთად ამ გრძელ გზაზე. სენატორებმა განცხადეს, რომ ამას მოჰყვებოდა შედეგები ბიძინასთვის, რომელიც ცდილობს რუსული სტილის კანონდებლობის მიღებას.

 

რუსეთის აგრესიამ უკრაინაში- საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას გაუხსნა კარი გახდენენ ევროკაშირის წევრები. დემოკრატიული არჩევნები დააჩქარებს საქართველოს ადგილს ევროპაში, ან თაობებით უკან დახევს. ეს არის მომენტი, როცა საქართველომ უნდა აირჩიოს სწვარფვა თავისუფალი სამყაროსკენ. თქვენ ისტორიის სწორ მხარეს დგახართ, - ამბობს ნედის წარმოადგენელი.