ენგურში სამ არასრულწლოვანს ეძებენ - მესტიაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა

03.05.24 12:07
ენგურში სამ არასრულწლოვანს ეძებენ - მესტიაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა

მესტიაში, სოფელ ნაკრასთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა. მასში სამი ადამიანი იმყოფებოდა, სამივე სკოლის მოსწავლეა.

ამ დრომდე მათი პოვნა მდინარე ენგურში ვერ ხერხდება, ნაპოვნია ავტომობილი.

საძიებო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულები არიან სამაშველო ბრიგადები და ადგილობრივები.