რუსული კანონი, წინასაარჩევნო გარემო - ვაშინგტონში ნიკოლოზ სამხარაძე სენატორ შაჰინსა და რიკეტს შეხვდა

03.05.24 12:11
რუსული კანონი, წინასაარჩევნო გარემო - ვაშინგტონში ნიკოლოზ სამხარაძე სენატორ შაჰინსა და რიკეტს შეხვდა

რუსული კანონის მეორე მოსმენით დამტკიცების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს ჯინ შაჰინსა და სენატორ პიტ რიკეტს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკაში, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

საუბარი, სხვა თემებთან ერთად, შეეხო რუსულ კანონს, რომელსაც "ოცნებამ" ორი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა, ასევე, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს, წინასაარჩევნო გარემოს. 

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ ვითარებას, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს და წინასაარჩევნო გარემოს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოთხოვნებს და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში აშშ-ის ჩართულობის გაზრდაზე, ასევე, საქართველოს როლზე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე.

საუბარი აგრეთვე შეეხო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას.

აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერება ორივე მხარის ინტერესშია და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს", - წერია განცხადებაში.

დელეგაციის შემადგენლობაში ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი  რამაზ ნიკოლაიშვილი.