"მოღალატეობრივი გზავნილი" - დეკანოიძე კობახიძის განცხადებაზე

03.05.24 13:09
"მოღალატეობრივი გზავნილი" - დეკანოიძე კობახიძის განცხადებაზე

მოღალატეობრივი გზავნილი, - ასე აფასებს დეპუტატი ხატია დეკანოიძე პრმიერ ირაკლი კბახიძის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და სტრატეგიულ პარნტიორზე აშშ-ზე იერიში მიიტანა.

კობახიძე, რომელიც წერს, რომ "ურთიერთობების განახლებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება", დეკანოიძის შეფასებით, არის მოღალატეობრივი და რუსული გზავნილია.

გარდა იმისა, რომ თავი დავანებოთ მართლაც რომ ეს ენა არის წარმოუდგენლად მძიმე, ეს არის მოღალატეობრივი გზავნილი, რაც გულისხმობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პირდაპირ დადანაშაულებას რევოლუციურ სცენარში, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში პარანოიდალურად იმეორებდა კობახიძე და შემდეგ გაიმეორა ივანიშვილმა. ეს არის ტექსტი, რომელიც გაჟღენთილია სიძულვილით, გაჟღენთილია რუსული გზავნილებით, მეორე ფრონტის შესახებ,“ - ამბობს დეკანოიძე.

წყვეტს თუ არა საქართველო აშშ-თან ურთიერთობას? - რა უთხრა პრემიერმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს? - შოლესთან საუბრის შინაარსზე განცხადებას სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე ავრცელებს. 

"ურთიერთობების განახლებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება" - ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ჩანს, რომ სახელისუფლებო ძალას აშშ-სთან რთული ურთიერთობა აქვს.