თუ დადგება მომენტი სანქციების დადგომის, მაშინ ინდივიდუალურად გახდება შესაძლებელი შეზღუდვების დაწესება - კურტ ვოლკერი
"რას მოუტანს ეს კანონი საქართველოს? მხოლოდ პოლარიზაციას საზოგადოებაში, რომელიც ისედაც პოლარიზებულია", - ამის შესახებ "პირველებთან" "ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის" (CEPA) წარმომადგენელი კურტ ვოლკერი საუბრობს.
ვოლკერის თქმით, რუსული კანონის ინიცირებით ხელისუფლება დასავლეთს შორდება და არ გამორიცხავს, რომ ინდივიდუალური პირების სანქცირების საკითხი გააქტიურდეს.
რას მოუტანს ეს კანონი საქართველოს? მხოლოდ პოლარიზაციას საზოგადოებაში, რომელიც ისედაც პოლარიზებულია. გამჭვირვალობის მოტივით, თუ საიდან მოდის ფინანსები, არ შეიძლება ადამიანები უცხოეთის აგენტებად გამოაცხადო. ამ კანონს ქვეყნის წაყვანა შეუძლია კიდევ უფრო შორს ევროკავშირიდან. დასავლეთმა ყურადღება ქმედებებზე უნდა გაამახვილოს. ასეთი ძლიერი პროტესტი საქართველოში დიდი ხანია არგვინახავს - ახალგაზრდები გამოდიან ქუჩაში, რადგან ეს ყველაფერი მათ ევროპულ მომავალს ეხება. ჩანს, რომ ეს ოპოზიციას არ დაუორგანიზებია, ეს არის საზოგადოების პროტესტის ტალღა. ვხედავთ, რას ცდილობს და აკეთებს რუსეთი - საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ომია უკრაინაში, ამიტომ მნიშვნელოვანია დასავლეთი წინ აღუდგეს რუსეთის ინტერესების გატარებას. თუ დადგება მომენტი სანქციების დადგომის, მაშინ ინდივიდუალურად გახდება შესაძლებელი შეზღუდვების დაწესება, მოგზაურობის თუ ფინანსების შეზღუდვის," - განაცხადა კურტ ვოლკერმა.