აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, პრაქტიკულად, უარს ეუბნება - ჩიხრაძე
"ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ღიად თვითონ განაცხადა ყველაფერი და ამ განაცხადის გაგრძელებაა ის, რაც დღეს მოხდა", - ამ განცხადებას "ლელოს" წევრი ფიქრია ჩიხრაძე აკეთებს.
ჩიხრაძე ეხმაურება პრემიერის დემარშს აშშ-ის მიმართ, როდესაც კობახიძემ სტრატეგიული პარტნიორის მიწვევაზე უარი თქვა.
ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ღიად თვითონ განაცხადა ყველაფერი. ეს პირდაპირი განაცხადია და ამ განაცხადის გაგრძელებაა ის, რაც დღეს მოხდა, რომ აშშ-ის, რომელიც არის ქართული სახელმწიფოებრიობის გარანტი, ათწლეულობის განმავლობაში, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მათ ეუბნება სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, პრაქტიკულად, უარს,“ - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.
საქართველოს მთავრობის უარი შტატების მიწვევაზე - ივანიშვილის პარტია დიდ საკნდალშია გახვეული. საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვიეს, თუმცა ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი თქვა.
"პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით" - ასე უპასუხეს დანიგანს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.