"რუსულ კანონს არ მიგაღებინებთ!" - დაპირისპირება სერგო ჩიხლაძესა და ბეჟან წაქაძეს შორის
სიტყვიერი დაპირისპირება ბეჟან წაქაძესა და სერგო ჩიხლაძეს შორის - პარლამენტთან მოულოდნელად გამოჩენილ "ოცნების" დეპუტატს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სიტყვიერად დაუპირისპირდა. ჩიხლაძემ წაქაძეს უთხრა, რომ რუსულ კანონს არ მიაღებინებენ და ქვეყანას არ გააურსებინებენ, რამაც "ოცნების" დეპუტატი გაღიზიანება გამოიწვია.
ქვეყნის სასირცხვილო ხალხი ხართ! ის ბავშვები ომის პარტიაა? ევროპა ომის პარტიაა? აშშ ომის პარტიაა? არ მიგაღებინებთ ამ კანონს!,- ჰკითხა ჩიხლაძემ წაქაძეს.
თავის მხრივ "ოცნების" დეპუტატმა ოპოზიციის წევრს უთხრა, რომ აშშ არსწორად იქცევა, როცა საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ში დათქმებით იწვევს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის კარი ჟურნალისტებისთვის ისევ დაკეტილია. უკვე მეორე დღეა მედიას საკანონმდებლო ორგანოს შენობაში არ უშვებენ. სამსახურში არ დადიან არც რუსული კანონის მხარდამჭერი "ოცნების" დეპუტატები. კანონის მეორედ მოსმენის და სპეცრაზმისს კორდონისს დახმარებით სამსახურიდან გაპარვის შემდეგ, დეპუტატთა სრული უმრავლესობა სამსახურში არავის შეუნიშნავს. ამის მიუხედავად, ცარიელ პარლამენტს 4 საპატრულო ეკიპაჟი მაინც იცავს.