გუშინ ივანიშვილმა ქართველები, ახალგაზრდები თავის ზონდერებს აცემინა - გახარიას გუნდი

03.05.24 14:26
გუშინ ივანიშვილმა ქართველები, ახალგაზრდები თავის ზონდერებს აცემინა - გახარიას გუნდი

 პარტია "საქართველოსთვის" გუშინდელ სადამსჯელო ოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პირდაპირ აცხადებს, რომ გუშინ ივანიშვილმა ქართველები, ახალგაზრდები თავის ზონდერებს აცემინა.

გახარიას გუნდი ამბობს, რომ ის, რაც გუშინ "ოცნების" რეჟიმმა ჩაიდინა, შიშის და სისუსტის ნიშანია და ის სწორედ ასე დასრულდება.

პარტია "საქართველოსთვის" განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების რეალურ საფრთხეს ქმნის.

გუშინ ივანიშვილმა ქართველები, ახალგაზრდები თავის ზონდერებს აცემინა. ზონდერებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, განსხვავებული აზრის მიმართ, ზუსტად ასეთივე სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. 
მოძალადე და კორუმპირებულ მოსამართლეებთან ერთად, ივანიშვილმა “ნაც.მოძრაობის” ზონდერები და მათი მეთოდებიც გადმოიბარა. 
ეს არის შიშის და სისუსტის ნიშანი. ასე დასრულდა ნაციონალური მოძრაობა. ასე დასრულდება ოცნება. 
„ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების რეალურ საფრთხეს ქმნის. 
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, თავიდან უნდა ავირიდოთ სამოქალაქო დაპირისპირება, მშვიდობით უნდა მივიყვანოთ ქვეყანა 26 ოქტომბრამდე და დავუბრუნოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. 
#ქოცებოთქვენაცებო", - ნათქვამია განცხადებაში.