სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კობახიძის წერილი ივანიშვილის დაწერილია - ხიდაშელი

03.05.24 14:40
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კობახიძის წერილი ივანიშვილის დაწერილია - ხიდაშელი

პოლიტიკოსი და "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ კობახიძის სკანდალური წერილის უკან ბიძინა ივანშვილის ხელწერაა.

მეტიც, ხიდაშელი ამბობს, რომ დიმიტრი ხუნდძის ლაიენისადმი გაგზავნილი წერილიც "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის დაწერილია.

ის ბოდვა, რაც იყო ურსულა ფონდერ ლაიენის ხუნდაძის მიერ გაგზავნილ წერილში და ეს, კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილშია, გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, 100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ორივე წერილი უშუალოდ ივანიშვილის მიერაა დაწერილი, იმიტომ, რომ ყველა სიტყვა და რაღაცა გაყიდვების კასკადი, რომ თურმე მთელი სამყარო ზის და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ შეუქმნას ივანიშვილს პრობლემები, ეს არის მხოლოდ ივანიშვილის გონების შედეგი. ეს მისი სიტყვები და მისი ფილოსოფიაა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში".

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტის ეტაპზე გადავიდა? ამ განცდას ტოვებს პრემიერ კობახიძის ის წერილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. კობახიძე ამერიკისგან რუსული კანონის შესახებ კრიტიკის შეწყვეტას მოითხოვს და ამტკიცებს რომ პრეზიდენტ ბაიდენის გუნდის მაღალჩინოსანს, რომელსაც გუშინ ტელეფონით ესაუბრა, უთხრა რომ ურთიერთობების აღსადგენად, ამერიკამ საქართველოსთან მიდგომები უნდა შეცვალოს.

გუშინ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვიეს, თუმცა ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი თქვა.

 "პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით" - ასე უპასუხეს დანიგანს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.