კალაძე: პრემიერის ვაშინგტონში დათქმებით ჩასვლა სწორი დამოკიდებულება არ არის
"არასწორი დამოკიდებულებაა" - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ელჩ რობინ დანიგანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მათ უმაღლესი თანამდებობის პირები მიიწვიეს, თუმცა, ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი განაცხადა.
როგორც კახა კალაძე განმარტავს, პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში დათქმებით ჩასვლა სწორი დამოკიდებულება არ არის.
ესეც არასწორი დამოკიდებულებაა. ჩვენ თუ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, ვაშინგტონში ჩასვლა, დათქმებით სწორი დამოკიდებულება არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებული ურთიერთობა გადატვირთვას საჭიროებს“, - აცხადებს კალაძე.
საქართველოს მთავრობის უარი შტატების მიწვევაზე - ივანიშვილის პარტია დიდ საკნდალშია გახვეული. საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვიეს, თუმცა ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი თქვა.
"პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით" - ასე უპასუხეს დანიგანს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.