"არა რუსულ კანონს" - რა აქვს სათქმელი კალაძეს ქართველი ფეხბურთელებისთვის
არა რუსულ კანონს - ამ მოწოდებას კახი კალაძეც შეუერთდა და ქვეყანაში რუსული კანონის მიღება კიდევ ერთხელ დაანონსა. ასეთი პასუხი ჰქონდა ივანიშვილის პარტიის ლიდერს ქართველი ფეხბურთელებისთვის.
მე ვუერთდები „არა რუსულ კანონს“. რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და მომავალშიც არასდროს მიიღება.
აღნიშნული გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, ეს არის სუფთა ქართული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავს, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს და რა თქმა უნდა, აღნიშნული კანონპროექტი მიღებული იქნება", - განაცხადა კალაძემ.
ეროვნული ნაკრების წევრები ერთი-მეორის მიყოლებით ითხოვენ "ოცნებამ" რუსული კანონი უკან გაიწვიოს და მოქალაქეებზე ძალადობისგან ხელი აიღონ.