"თავმოყვარეობა ხომ გვაქვს, ქვეყანა ხომ ვართ?" - როგორ ამართლებს წაქაძე პრემიერის დემარშს
"დავსხდეთ ვისაუბროთ გარკვეულ თემაზე, მაგრამ იმ პირობით, თუ შენ ამას გააკეთებ - თუ არ გააკეთებ, მაშინ არ მინდა, თავმოყვარეობა ხომ გვაქვს, ქვეყანა ხომ ვართ," - ამ ფორმით ცდილობს ახსნას და გაამართლოს სტრატეგიულ პარტნიორთან პრემიერის დემარში ბეჟან წაქაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რომ არ დათანხმდა აშშ-ის მიწვევას და არ შეხვდა ამერიკელ მაღალჩინოსნებს, მისაღებია.
თქვენ მე მეუბნებით, რომ მეგობრები ვართ თანასწორი, დავსხდეთ ვისაუბროთ გარკვეულ თემაზე, მაგრამ იმ პირობით, თუ შენ ამას გააკეთებ - თუ არ გააკეთებ, მაშინ არ მინდა, თავმოყვარეობა ხომ გვაქვს, ქვეყანა ხომ ვართ? დათქმით, რომ ამას თუ არ გააკეთებ, ისე არ დაგელაპარაკები, ეს შეურაცხმყოფელია ჩემთვის,“ - ამბობს წაქაძე.
საქართველოს მთავრობის უარი შტატების მიწვევაზე - ივანიშვილის პარტია დიდ საკნდალშია გახვეული. საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვიეს, თუმცა ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი თქვა.
"პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით" - ასე უპასუხეს დანიგანს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.