ქართველ ფეხბურთელებს არაფერს ვუპასუხებ - ბეჟან წაქაძე
უმრავლესობის დეპუტატი ბეჟან წაქაძე ქართველ ფეხბურთელებს ვერაფერს ვერ პასუხობს.
ეროვნული ნაკრების წევრები ერთი-მეორის მიყოლებით ითხოვენ "ოცნებამ" რუსული კანონი უკან გაიწვიოს და მოქალაქეებზე ძალადობისგან ხელი აიღონ, ამ ფონზე კი წაქაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ხალხის დავალებას ასრულებს და სწორედ ამიტომ იღებს რუსულ კანონს.
მათ არაფერს არ ვუპასუხებ. კარგი ფეხბურთელები არიან და "ვუბალენშიკებ" ვუგულშემატკივრებ ნებისმიერ თამაშზე.
ჩვენ ერთ რაღაცას უნდა შევეგუოთ, ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული და დემოკარტიული გზით არჩეული პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას. რა ვუთხრათ იმ ადამიანებს, უმრავლესობა რომ გვეუბნება, გააკეთეთ ასეო. ქვეყანა დაიცავით, ომი არ იყოს და განვითარდეს ქვეყანაო", - ამბობს წაქაძე.