ბუდუ ზივზივაძეს, ჩაკვეტაძეს თუ ვის ენდომება, რომ ქვეყანას რომელსაც წარმოადგენს, იყოს რუსეთიდან მართული? - მაცაბერიძე
ფეხბურთელების უარი რუსულ კანონს და ძალადობას თბილისისი ქუჩებში - სამოქალაქო აქტივისტის შუშანა მაცაბერიძე ამბობს, რომ არცერთ ნაკრების ფეხბურთელს არ უნდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს რუსეთთან ასოცირდებოდეს.
მაცაბერიძე ხაზგამსით ეუბნება "ოცნების" ხელისუფლებას, რომ საქართველოს ნაკრების ეს თაობა არ თამაშობს რუსეთში.
პირველად, საქართველოს ისტორიის მანძილზე მოხდა, რომ საქართველო ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ვის, ბუდუ ზივზივაძეს, გიორგი ჩაკვეტაძეს თუ ვის ენდომება, რომ ქვეყანას რომელსაც წარმოადგენს, იყოს რუსეთიდან მართული? წარმოუდგენელია. საქართველოს ნაკრების ეს თაობა არ თამაშობს რუსეთში, ანუ ევროპაში არიან წასულები, იქ თამაშობენ, იქ არის ცივილიზაცია. ბოროტი ცდილობს, რომ გაიმარჯვოს კეთილზე, ვერ მხოდება ეს, ყევლა ზღაპრის ბოლო კეთილია და ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც. ქართველი ხალხი არ გაჩერდება, სანამ არ მიაღწევს ეროვნულ მიზანს", - ამბობს შუშანა მაცაბერიძე.
ეროვნული ნაკრების წევრები ერთი-მეორის მიყოლებით ითხოვენ "ოცნებამ" რუსული კანონი უკან გაიწვიოს და მოქალაქეებზე ძალადობისგან ხელი აიღონ