"არ ვიცოდი, რომ კობახიძე "ჰამასის" მომხრე იყო" - კოფი

03.05.24 15:28
"არ ვიცოდი, რომ კობახიძე "ჰამასის" მომხრე იყო" - კოფი

არ ვიცოდი, რომ კობახიძე "ჰამასის" მომხრე იყო! - ასე ეხმაურება ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი პრემიერ კობახიძის მიერ ამერიკის კრიტიკას.

ეს არის იდიოტური [იდეა] - "გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლების რევოლუციის ორი მცდელობის გამო, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ს ყოფილი ელჩი…”

არ ვიცოდი, რომ კობახიძე ჰამასის მომხრე იყო! 

"...მე არ გამომიხატავს ჩემი შეშფოთება ბატონ შოლეტთან ნიუ-იორკში სტუდენტების საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის შესახებ". - წერს ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი X-ზე.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტის ეტაპზე გადავიდა? ამ განცდას ტოვებს პრემიერ კობახიძის ის წერილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. კობახიძე ამერიკისგან რუსული კანონის შესახებ კრიტიკის შეწყვეტას მოითხოვს და ამტკიცებს რომ პრეზიდენტ ბაიდენის გუნდის მაღალჩინოსანს, რომელსაც გუშინ ტელეფონით ესაუბრა, უთხრა რომ ურთიერთობების აღსადგენად, ამერიკამ საქართველოსთან მიდგომები უნდა შეცვალოს.